საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრისა და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი და ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ თანამშრომლობით, პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც დაანონსდა „ეროვნული თანხმობის აკადემიური პლატფორმის“ ფარგლებში შექმნილი დეკლარაციის პრეზენტაცია, რომელიც გაიმართება 18 ნოემბერს 15:00 საათზე სასტუმრო Holiday Inn-ში.

პროექტი, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ხორციელდება მიზნად ისახავს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირების ხელშეწყობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორის შექმნას, თავდაპირველად სამოქალაქო საზოგადოებასა და აკადემიურ წრეებში, ხოლო შემდეგ ეტაპზე ფართო საზოგადოებაში.

პროექტი იძლევა შესაძლებლობას საზოგადოებაში შემცირდეს პოლარიზაციის დონე და დაპირისპირებულმა მხარეებმა მოძებნონ ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო საერთო ხედვა და რესურსი.

ამ პროექტის განხორციელებით იქმნება მრავალმხრივი თანამშრომლობის პირველი პრეცედენტი, სადაც განსხვავებული აზრის მქონე მხარეებს თანამშრომლობისათვის საჭირო მყარი საფუძველი ეძლევათ.

ინიციატივა წარედგინა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, მის მხარდასაჭერად მზაობა გამოხატეს. აღნიშნული პროექტის განხორციელებაც ამ მხარდაჭერის დასტური და პირველი ეტაპია.

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა „ეროვნული თანხმობის დეკლარაცია“, რომლის შექმნის პროცესში ჩართულები იყვნენ აკადემიური და სამოქალაქო საზოგადოების წევრები, რომლებმაც კონსენსუსის პრინციპით განსაზღვრეს ქვეყნის განვითარებისათვის აუცილებელი საერთო პოსტულატები, რომელიც დეკლარაციის ტექსტში აისახა.

„ეროვნული თანხმობის დეკლარაცია” წარედგინება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, ახალგაზრდებს, აკადემიური სფეროს, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ირაკლი ლექვინაძემ მცირე და საშუალო მეწარმეთა ევროპულ კონგრესში მიიღო მონაწილება

პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენის მოწვევით კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ და საქართველოს …