საქართველოს მელიორაციამ შიდა ქართლში ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამტარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

საქართველოს მელიორაციამ შიდა ქართლში ტაშისკარის სარწყავი სისტემის ერთ-ერთი წყალგამტარის  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტის ფარგლებში, 240 მეტრი სიგრძის ამორტიზებული   მილსადენი ახლით შეიცვალა, რაც ხელს შეუწყობს წყალმომარაგებას და საგრძნობლად შეამცირებს დანაკარგებს.  აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით,   ქარელის მუნიციპალიტეტის 10 სოფლის (ფცა, თამარაშენი,  მოხისი, შაქშაქეთი, წვერი, არადეთი, საღოლაშენი, ბრეთი, რუისი, ურბინისი)   3800 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შეფერხების გარეშე მოირწყვება.

პროექტის ღირებულებამ 1.1 მლნ ლარი შეადგინა.

შიდა ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე   გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს სემეკის საქმიანობა გააცნო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნარმანიამ …