საქართველოს კაპიტალის დაფინანსებით ფულბრაიტის სტიპენდია კიდევ ერთმა ქართველმა მოიპოვა

თბილისი (BPI) – საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით და საინვესიტიციო კომპანია საქართველოს კაპიტალის დაფინანსებით, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაზე კიდევ ერთი ქართველი ისწავლის.

საქართველოს კაპიტალი რამდენიმე წელია მჭიდროდ თანამშრომლობს ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამასთან, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ახორციელებს და ყოველწლიურად ნიჭიერ ახალგაზრდებს  შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ დაფინანსება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე.

ამ დრომდე, ფულბრაიტის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებისთვის საქართველოს კაპიტალმა 150.000 აშშ დოლარზე მეტი გამოყო და 2 ადამიანის სწავლა სრულად დააფინანსა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია, განათლების მხარდაჭერა როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ და ამ მიმართულებით  არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

რაც შეეხება 2021 წლის ფულბრაიტის სასტიპენდიო კონკურსს, განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2020 წლის 1 აგვისტოს, 18:00 საათზე დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ აშშ-ს საელჩოს ვებგვერდზე

შემთხვევითი სიახლე

BAG-ში ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის დეტალები განიხილეს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ენერგეტიკის კომიტეტის ფარგლებში ბაზრის მონაწილეებმა ელექტროენერგეტიკული ბაზრის მომავალი …