საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტების გაყიდვას სერიიდან “საქართველოს მეფეები“

თამარ მეფის თემაზე შექმნილი  საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ოქროს მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 14 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

დავით აღმაშენებლის თემაზე შექმნილი საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის გაყიდვა კი 2021 წლის 15 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

თამარ მეფის თემაზე შექმნილი  საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტის რეალიზაცია 2021 წლის 16 დეკემბერს, 10:00 საათზე დაიწყება.

შეძენილი ოქროს მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) მომხმარებელს დეკემბრის თვის განმავლობაში მიეწოდებათ, ხოლო ვერცხლის მონეტები (დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე) კი – 2022 წლის იანვრის განმავლობაში.

საკოლექციო მონეტის შეძენა მხოლოდ ელექტრონული პლატფორმის – www.tkt.ge-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი. მონეტების შეძენის  წესებსა და პირობებს გთხოვთ წინასწარ გაეცნოთ  ბმულზე.

 

შემთხვევითი სიახლე

სეს-მ ხორცის გადამამუშავებელ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტირების ჯგუფებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შეამოწმეს ქალაქ თბილისში, დ. ჟღენტის 2 ნომერში მდებარე ხორცის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც საქმიანობას ახორციელებდა სურსათის ეროვნული სააგენტოს გვერდის ავლით, კანონმდებლობით დადგენილი აღიარების მინიჭების გარეშე. საწარმოში გამოვლინდა კრიტიკული  შეუსაბამობები, მათ შორის, სანიტარიულჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, ეტიკეტირებისა და მიკვლევადობის წესის დარღვევები. გარდა ამისა, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე (65-ე მუხლის 1-ლი ნაწილი). …