საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას განაგრძობს

საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციამ (GETA) პარტნიორ ორგანიზაციებთან, კერძოდ,  კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან (CIU) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასთან(GAG)  ერთად განახორციელა საგანმანათლებლო პროექტი, რომლის ფარგლებში ჩატარდა „ღვინის ტურიზმის“ ორი სრული კურსი. კურსის შემუშავებაში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოს, ასევე ესპანეთის ღვინის ტურიზმის გამოცდილი ექსპერტები, მათ შორის ბეგონია ფერნანდეს ბენიტესი/BEGOÑA FERNÁNDEZ BENÍTEZ, რომელიც არის  კატალონიის ღვინის ტურიზმის ინსტიტუტის პროფესორი. კურსი მოიცავდა  ღვინის ტურიზმის პროდუქტების შექმნის, ღვინის ტურიზმის მარკეტინგის,  ვიზიტორების სეგმენტირების და მომსახურების კულტურის შექმნისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხს, ასევე, პრაქტიკულ კომპონენტებს, მათ შორის, განხორციელდა დეგუსტაციები და ვიზიტები საოჯახო მარნებში.

კურსის პირველი ნაკადის 4-მა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა ორკვირიანი პროფესიული პრაქტიკის უფასოდ გავლის შესაძლებლობა ესპანეთში. ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში კურსის მსნემელები ეწვივნენ საოჯახო მარანს – Rio Negro და ასევე,  მადრიდის სოფლის მეურნეობის და სურსათის კვლევისა და განვითარების ინსტიტუტს (IMIDRA).

ტესტირების შედეგად გამოვლინდა მეორე ნაკადის 4 წარმატებული კურსდამთავრებულიც. გამარჯვებულებს და პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთში და GETA-ს საპატიო პრეზიდენტმა – ილია გიორგაძემ გადასცა. გამარჯვებულები ესპანეთში გაემგზავრებიან, სადაც მათ ესპანურ მარნებში უფასოდ პროქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემათ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ენოტურიზმის ასოციაცია  ღვინის მარნების წარმომადგენლებისთვის, გიდებისთვის, რესტორნებისა და ღვინის ბარების თანამშრომლებისთვის, ასევე, საკითხით დაინტერესებული პირებისთვის გეგმავს კიდევ უფრო მასშტაბურ საგანმანათლებლო პროექტებს.

 

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …