საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერია

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „შპს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი“ (GGRC) საქმიანობას აფართოვებს. კლინიკა 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს რეპროდუქციული პრობლემების მქონე პირებს. პროექტის მხარდასაჭერად, ბანკის მიერ 885,000 ევროს მოცულობის მობილიზება მოხდა. ამჟამად კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში 44 თანამშრომელია ჩართული.

GGRC აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და მეტი კომფორტისთვის, პაციენტებს ერთ სივრცეში სრულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ბანკის მხარდაჭერით, კლინიკამ ჩინურ კომპანიასთან 300,000 აშშ დოლარის მოცულობის ექსკლუზიური შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც GGRC უკვე უცხოელ პაციენტებსაც მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ GGRC-ს დამფუძნებლის, ნინო მუსერიძის ინიციატივით, ასევე შეიქმნა ფონდი, რომლის ფარგლებშიც კლინიკის შემოსავლების გარკვეული ნაწილი რეპროდუქციული პრობლემების მქონე პაციენტებს ხმარდება. შესაბამისად, GGRC პაციენტებს უფასო კონსულტაციებსა და სამედიცინო პროცედურებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც სთავაზობს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით GGRC საქმიანობას აფართოვებს. ბანკის მხარდაჭერით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, კლინიკა პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევს. სასიხარულოა, რომ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, კლინიკა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც აქტიურადაა წარმოდგენილი. მსგავსი პროექტები დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე როგორც ადგილობრივი ბიზნესის განვითარების, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. გვინდა წარმატება ვუსურვოთ GGRC-ს სამომავლო საქმიანობაში“, – განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “იფქლი” ახალ საწარმოს აშენებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, პურფუნთუშეულის საწარმო „იფქლი“ …