საქათველოს ეროვნულ ბანკსა და ყაზახეთის ფინანსური სერვისების მარეგულირებელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

22 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ასტანის ფინანსური სერვისების მარეგულირებელმა (AFSA) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა მიზნად ისახავდა AFSA-ს მიერ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის ყაზახეთისა და ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ბაზარზე მუშაობის პრინციპების გაზიარებას. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარს ამჟამად ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში მოწინავე პოზიცია უკავია.

შეხვედრის ფარგლებში, AFSA-ს წარმომადგენლებმა განიხილეს ყაზახეთისა და AIFC-ის ფინანსური ბაზრის ძირითადი მახასიათებლები, მათ შორის – ზოგადი მაკროეკონომიკური გარემო, ფინანსური ბაზრის სტრუქტურა და მარეგულირებელი ჩარჩო.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა კაპიტალის ბაზრის განვითარების ჭრილში რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელობას. მხარეებმა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს.

AFSA – წარმოადგენს ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მარეგულირებელ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია გასცეს ლიცენზია, დაარეგისტრიროს, აღიაროს და ზედამხედველობა გაუწიოს ფინანსურ ინსტიტუტებს AIFC-ში. ამჟამად AIFC-ში რეგისტრირებულია 72 ქვეყნის წარმომადგენელი 1800 კომპანია, რომლებიც ახორციელებენ საბანკო, სადაზღვევო, საინვესტიციო, პროფესიონალურ და სხვა სახის მომსახურებებს. AIFC-ში შემოთავაზებული ფინანსური სერვისების სპექტრი რიგ შემთხვევებში მსოფლიოს დიდი ხნის დამკვიდრებულ ფინანსურ ცენტრებში ხელმისაწვდომი სერვისების ჩამონათვალს უტოლდება.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკული გაერთიანებების შესახებ საინფორმაციო პორტალი განახლდა

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას, კლიმატის ცვლილებას და მდგრად განვითარებას. აღნიშნული …