საფინანსო სექტორი სებ-მა დაატრენინგა – ფინანსები მიკრობიზნესისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა გახდეს

თბილისი (BPI) – “ეს ის სექტორია, რომელიც ეკონომიკაში ყველაზე ბევრ სამუშაო ადგილს ქმნის, ჩვენი ინტერესია, საფინანსო სექტორი მზად იყოს , რომ უფრო და უფრო მეტად შეძლოს ამ სექტორის დაფინანსება.

რაც პასუხისმგებლიანი დაფინანსების პრინციპები შემოვიღეთ, უკვე ვხედავთ, რაც  მოსალოდნელიც იყო, რომ რესურსები ნაწილდება 2 სექტორში – კორპორატიულსა და მცირე/საშუალო ბიზნესში”, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტმა, რომლის ჩართულობით გაიმართა  ევროპის საინვესტიციო ბანკის შეხვედრა (თემა – „ევროკავშირი ბიზნესისთვის საქართველოში: EIB ჯგუფი – გზა ფინანსებზე ხელმისაწვდომობიდან ინკლუზიურ ზრდამდე”  და მის ფარგლებში  დისკუსია –  „როგორ გავზარდოთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის”.

კობა გვენეტაძემ ისაუბრა რეფიორმებზე საფინანსო სექტორში და გამოწვევებზე. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი ვინსენტ რეი და EIB) -ის სამეზობლო ქვეყნების ბანკების განყოფილების უფროსი მერიონ ჰონიკე.

ღონისძიება საინვესტიციო ბანკის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა, მაჩიე ჩურამ გახსნა.

შემთხვევითი სიახლე

ვითიბის და Mercedes Benz-ს მომხმარებლისთვის შეთავაზება აქვთ

თბილისი (BPI) – ვითიბი ბანკისა და Mercedes Benz -ის ერთობლივი აქციის ფარგლებში, შესაძლებელია V-Class-ის შეძენა …