„საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ კვლევაში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

თბილისი (BPI) – EuCham-ის “საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის”  მორიგ კვლევას  აქვეყნებს.

კვლევაში “საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის” საქართველო, ევროპის საუკეთესო ოცეულში 70 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა და აღმოსავლეთ ევროპაში ზედიზედ მესამე წელია პირველ ადგილზეა. საქართველომ შეფასების შკალაში 70 ქულიანი ზღვარი გადალახა და ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში გადაინაცვლა.

2020 წლის ანგარიშში ყურადღება საქართველოზე გამახვილდა და აღინიშნა რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ეტონეთთან და ლიეტუვასთან ერთად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის გამორჩეულად წარმატებულია.

EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო – 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს.ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი – 33-ზე, რუსეთი – 43-ზე, აზერბაიჯანი კი – 41-ზე.

EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო – 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს. ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი – 33-ზე, რუსეთი – 43-ზე, აზერბაიჯანი კი – 41-ზე. რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: პორტუგალია, სლოვენია, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, იტალია, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, უნგრეთი , რუმინეთი, საბერნეთი, ბულგარეთი.

საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.

გასულ წელს  საქართველო 71 ქულით 16-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

https://eucham.eu/best-european-countries-for-business-2020/

შემთხვევითი სიახლე

ლარი გამყარდა

თბილისი (BPI) – 4 თებერვალის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8603 ლარი შეადგინა. დოლარის …