სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“ MIPIM-ის დაჯილდოების ფინალისტია

თბილისი (BPI) – უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გამოფენის მიერ ორგანიზებული  დაჯილდოება MIPIM Award 2019 წელსაც, ტრადიციულად,  საფრანგეთში იმართება.

გუშინ პარიზში, დასახელდა 19 ქვეყნიდან წარმოდგენილი 45 საუკეთესო პროექტი, რომელთან შორის არის, კახეთში მდებარე, სასტუმრო „რადისონ ქოლექშენ, წინანდლის მამული“, რომელიც კომპანია სილქროუდ ჯგუფმა განახორციელა.

პროექტების შეფასება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, პროფესიონალი – სპეციალურად მოწვეული ჟიურის 11 წევრიანი შემადგენლობის მიერ ხდება.

„რადისონ ქოლექშენი, წინანდლის მამული“  ნომინანტად „საუკეთესო სასტუმროსა და ტურისტული დანიშნულების“ კატეგორიაში მოხვდა.

ჯამში MIPIM-ის წლევანდელ დაჯილდოებაში ძალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილმა 228 პროექტმა მოსინჯა.

უძრავი ქონების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდეობის გამარჯვებულებს წელს, 12 მარტს კანში დაასახელებენ. ლაურეატების შერჩევა MIPIM-ის დელეგატების და ასევე ჟურის წევრების შეფასების შედეგად მოხდება.

MIPIM-ის გამოფენა წელს კანში 10-13 მარტს იმართება და უძრავი ქონების სფეროში მოღვაწე ყველაზე დიდ მოთამაშეებს, ექსპერტებს, დეველოპერებს და ინვესტორებს მთელი მსოფლიოდან მოუყრის თავს.

პროექტი კახეთში განახორციელა “სილქ როუდ ჯგუფმა”. ფინანსური მხარდამჭერია “საპარტნიორო ფონდი” და “თიბისი” ბანკი.

შემთხვევითი სიახლე

გალტ & თაგარტი მომხმარებელს G&T Trader-ის განახლებულ ვებგვერდს სთავაზობს

თბილისი (BPI) – სს „გალტ & თაგარტი“ მომხმარებლისთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფას აგრძელებს. საინვესტიციო ბანკმა …