საპენსიო ფონდში 409,5 მლნ ლარია მობილიზებული

თბილისი (BPI) – საპენსიო ფონდში 409,5 მლნ ლარია მობილიზებული. შენატანებზე დამატებით დარიცხული სარგებელი 11,164 მლნ ლარს აღწევს.

კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455,17 მლნ-ს აღემატება.

ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდაა.

როგორც საპენსიო სააგენტოში ამბობენ, ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ფონდის მონაცემებით გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა.

საპენსიო სქემაში 923 258 ადამიანია გაწევრიანებული, აქედან 746 829 კერძო სექტორიდან, 215 676 საჯაროდან. სულ სისტემაში 59 379 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული.

 

შემთხვევითი სიახლე

BAG-ის განცხადება ეკონომიკის გახსნაზე

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური …