სამშენებლო დარღვევებისთვის დეველოპერები ₾19 მლნ-ით დაჯარიმდნენ

თბილისი (BPI) – სამშენებლო დარღვევებისთვის სამშენებლო კომპანიები 9 თვეში 19 მლნ ლარით არის დაჯარიმებულები, შედგენილია 1000-ზე მეტი ოქმი.

კახა კალაძე ჯარიმების გაზრდით კმაყოფილია, ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორი იყო, თუმცა აღნიშნავს, რომ მთავარი იდეა სამშენებლო დარღვევების შემცირებაა.

კრიტიკულ საკითხად რჩება სამშენებლო ნარჩენების უკანონოდ დაყრა, ნაგავსაყრელების მიუხედავად, კომპანიები სამშენებლო ნაგავს იქ ყრიან სადაც ცარიელი ადგილებია.

ამ პრობლენმის მოსაგვარებლად კანონში ცვლილებები შევა და ჯარიმები გაზირდება. ამ დარღვევისთვის 1 იანრიდან დღემდე 1000-მდე ჯარიმაა გამოწერილი, ბიუჯეტმა კი დაახლოებით 700 000-მდე ლარი მიიღო.

კახა კალაძემ ხმაურის კონტროლის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ინტენსიურად შემოდის მოქალაქეთა საჩივრები.

„დაახლოებით 250 ოქმია შედგენილი წლის განმავლობაში. ცხელ ხაზზე შეტყობინებები განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში მატულობს ტურისტული სეზონის გამო, რადგან ღია კაფეები ინტენსიურად მუშაობენ და მოქალაქეებს ხმაური აწუხებთ. ჩვენთვისაც სიახლეა ეს მიმართულება, თუმცა აქტიურად დავიწყეთ მუშაობა და ვფიქრობ, დროთა განმავლობაში ამ საკითხს დავარეგულირებთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

შემთხვევითი სიახლე

მსხვილკაპიტალიანი ბანკების რეიტინგი, ბაზისბანკი – №6

თბილისი (BPI) – საბანკო სექტორის საზედამხედველო კაპიტალი 01.10.2019 -ის მდგომარეობით, ₾7.3  მლრდ-ს აღემატება (01.10.2018 -₾5.9  მლრდ). …