სამინისტრო: საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს

თბილისი (BPI) – ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ფერმერებთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და დარგობრივ საკითხებთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებითაც უწევენ კონსულტაციებს. რეგიონული სამსახურები აქტიურად აწვდიან ინფორმაციას დაინტერესებულ პირებს იმ მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს“, – განაცხადა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ხვნისა და თესვის სამუშაოები.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, გასულ წლებთან შედარებით, 2020 წლის გაზაფხულზე გაზრდილია სოფლის მეურნეობის რეგიონული სამსახურების მიერ გაწეული კონსულტაციების რაოდენობა, კონსულტაციები ეხება ნიადაგის მომზადებას, დაგეგმარებას და რეკომენდაციებზე დაფუძნებულ სასოფლო-სამეურნეო აქტივობებს. სამინისტროში ამბობენ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დაცვით მიმდინარეობს, უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს ასევე სასათბურე მეურნეობებში ჩითილების გადარგვის პროცესი.

შემთხვევითი სიახლე

სოსო ფხაკაძე: ხელისუფლებასთან თანამშრომლობის შედეგად შრომის კოდექსი დაბალანსებულია

თბილისი (BPI) – როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პარლამენტის მიერ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტის მეორე …