სამეგრელოში მოყვანილი ლურჯი მოცვი ევროპის ბაზარზე გაიყიდება

თბილისი (BPI) – სამეგრელოში ლურჯი მოცვის ბაღები ფართოვდება.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის გათვლებით 2021 წლისთვის ლურჯი მოცვის ბაღების ფართობი რეგიონში 1000 ჰექტარს მიაღწევს.

ამ დროისთვის სამეგრელოში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი სახელმწიფო პროგრამის “დანერგე მომავალი” ფარგლებში უკვე გააშენა.

სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ – კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტია. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ნახევარ ჰექტარამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს.

პროგრამა მიმდინარეა და გრძელდება განაცხადების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ნერგები ასევე სარწყავი სისტემა ფერმერებმა მიიღეს უფასოდ და ეს არის დიდი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან“ – განაცხადა მალხაზ თორიამ.

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …