საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდა თიბისის ბარათებითაც შესაძლებელია

თბილისი (BPI) – თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში – მეტროში, ავტობუსებში, საბაგიროებსა და ლურჯი ფერის მიკროავტობუსებში მგზავრობის საფასურის გადახდა უკვე თიბისის ნებისმიერი Visa და MasterCard ბარათით არის შესაძლებელი.

მეტი სიმარტივისთვის, თიბისის მომხმარებელები გადახდას Apple Pay-ს საშუალებითაც შეძლებენ.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის მასშტაბით იქნება შესაძლებელი, ძალიან მალე კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი მათ კიდევ არაერთ საინტერესო სიახლეს შესთავაზებს.

 

 

შემთხვევითი სიახლე

NASA: ვენერა შესაძლოა გეოლოგიურად „ცოცხალი“ იყოს

მეცნიერებმა იმის ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, რომ ვენერა გეოლოგიური თვალსაზრისით „მკვდარი“ არ არის. ვენერა და დედამიწა ზომით …