სავაჭრო პალატისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით პროფესიული უნარების სააგენტო დაფუძნდა

სავაჭრო პალატისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პარტნიორობით პროფესიული უნარების სააგენტო დაფუძნდა.
პალატის პრეზიდენტის გიორგი პერტაიას განცხადებით, უნარების სააგენტო წარმოადგენს კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობის უნიკალურ მოდელს, რომელიც მოემსახურება ქვეყანაში პროფესიული განათლების ხარისხის ზრდას, ხელს შეუწყობს შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების დანერგვას, ინოვაციური სწავლების მხარდაჭერას და უკეთესი დასაქმების შესაძლებლობებს.
უნარების სააგენტოს მართვას ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ქვეყანაში მოქმედი 6 უმსხვილესი – არასექტორული ბიზნეს მხარდამჭერი ორგანიზაცია/ასოციაცია და 6 სექტორული სამინისტრო.
მანდატების თანაბარი გადანაწილება ხელს შეუწყობს დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებას, ამასთან
კერძო სექტორი მაღალი ლეგიტიმაციით იქნება წარმოდგენილი პროფესიული განათლების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 16 იანვრის ჩათვლით  საქართველოდან 18.2 ათასი ტონა თხილის ექსპორტი …