სავალუტო ბაზარზე ბრუნვა შემცირდა

თბილისი (BPI) – სავალუტო ბაზარზე $/₾ ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ ივლისში $114.6 მლნ შეადგინა (- $43მლნ m.m; -$33 y.y ).

სებ-ის “თვის მიმოხილვის” თანახმად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 2.7 %-ით, წლიურად კი 30.5%-ით გაიზარდა. საანგარიშო თვეს სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია შედარებით შემცირდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 52% (ივნისი– 58%) ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის.

 

შემთხვევითი სიახლე

საქართველო აზერბაიჯანთან სატრანსპორტო- ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციის შესაძლებლობებს განიხილავს

თბილისი (BPI) – “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი დავით ფერაძე 17-18 სექტემბერს, ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან …