სად რამდენი – სომხეთ-საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები და პერსპექტივა

თბილისი (BPI) – საერთო შეფასებით, ენერგორესურსები ეს ის კაპიტალია რაც დიდწილად განსაზღვრავს ქვეყნის როგორც ეკონომიკურ ასევე პოლიტიკურ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. ყველა თანხმდება იმაზეც, რომ მაქსიმალურუ სარგებელის მისაღებად ენერგორესურსების ეფექტური გამოყენება სჭირდება.

როგორია სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოების, სომხეთისა და საქართველოს  ენერგეტიკული პოტენციალი და ამჟამინდელი მდგომარეობა, რას აჩვენებს სტატისტიკა?

მსოფლიოს ენერგეტიკული საბჭოს მონაცემებით (2018 წ). ენერგეტიკის განვითარების თვალსაზრისით საქართველო მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის 69-ე ადგილზეა.   საინტერესოა,რომ საქართველოს ამ რეიტინგში ყველა მისი მეზობელი ქვეყანა უსწრებს. რეიტინგში აზერბაიჯანს 27-ე ,სომხეთს  43-ე, რუსეთს  59-ე, ხოლო თურქეთს 44-ე ადგილი უკავია.

ნახშირწყალბადის რესურსების (  ნავთობი, გაზი)  სიმწირე.  ელექტროენეგიის წარმოებასა და მოხმარებას შორის არსებული უარყოფითი ბალანსი და შესაბამისად ელექტროენერგიის მზარდი იმპორტი საქართველოს ენერგეტიკის სექტორს ძალიან მოწყვლადს ხდის. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2018 წელს იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და  მოხმარებაში მისმა წილმა თითქმის 19% შეადგინა.  ეკონომიკის სამინისტროში ფიქრობენ,რომ  2030 წლისათვის არსებული სურათი რადიკალურად შეიცვლება.როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა აცხადებს, 2030 წლისათვის ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოება სრულად დააკმაყოფილეს შიდა ბაზრის მოთხოვნებს და საქართველო   ყოველწლიურად  დაახლოებით 3,5 მლრდ. კვ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანასაც  შეძლებს.

„5 მილიარდი დოლარი მსხვილი ელექტროსადგურების მშენებლობისათვის და  განვითარების სხვადასხვა ეტაპზე არსებული 117 პოექტი, ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა“ – აცხადებს თურნავა.

საქართველოს მსგავსად, ნავთობის  და გაზის რესურსებით  არც სომხეთი გამოირჩევა. მწირია ჰიდრორესურსებიც. შესაბამისად საქართველოს მსგავსად სომხეთის ენერგეტიკაც ძირითადად იმპორტზეა დამოკიდებული. ბუნებრივი აირის 83% სომხეთს რუსეთიდან შემოაქვს. მთლიანად რუსეთი ამარაგებს საწვავით სომხეთის ატომურ ელექტროსადგურს.  ბუნებრივ აირს სომხეთს ირანიც აწვდის.  საინტერესოა,რომ ყოველ კუბურ მეტრი ირანულ გაზის სანაცვლოდ სოხეთი ირანს სამ კილოვატსაათ ელექტროენერგიას უბრუნებს. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას,რომ  სომხეთის თბოელექტროსადგურები 1 კუბური მეტრი ირანული გზით ოთხნახევარ კილოვატ საათს გამოიმუშავებენ ამ ბარტერით სომხეთი საკმაოდ დიდ სარგებელს ნახულობს. ელექტროენერგიის საწარმოებლად საჭირო მწირი რესურსების მიუხედავად სომხეთი ახერხებს და ელექტროენერგიის წარმოებას ყოველწლიურად ზრდის. იზრდება ელექტროენერგიის ექსპორტიც. მაგალითად, სომხეთის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით,  2017 წელს სომხეთნა 7 მლრდ 752,9  მლნ. კვ/სთ ელექტროენერგია აწარმოა და ექსპორტი 15  პროცენტით ( 1 მლრდ 404,5 მლნ. კვ/ სთ) გაზარდა.  საინტერესოა,რომ სომხური ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებლები არიან, საქართველო, ირანი და ერაყი. საინტერესოა ისიც,რომ სომხეთში წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 40 პროცენტი მეცამორის ატომურ ელექტროსადგურზე მოდის. სომხეთში იმედი აქვთ,რომ ადგლობრივი წარმოება შიდა ბაზრის მოთხოვნილებას 2030 წლისათვის სრულად დააკმაყოფილებს და ამაში გადამწყვეტ როლს მეცამორის ატომურ საგურთან ერთად განახლებადი ( მზის და ქარის ელექტროსადგურები) ენერგიის მოძიება-განვითარებაც ითამაშებს.

ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ფასები სომხეთსა და საქართველოში.

როგორც სომხური ინტერნეტ პორტალი lragir.am ადგილობრივ სტატისტიკის სამსახურზე დაყრდნობით წერს მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. ენერგურესრსების მიწოდება- წარმოება სომხეთში საქართველოსთან შედარებით უფრო დივერსიფიცირებულია, სომხეთში უფრო მაღალი ტარიფები მოქმედებს.

როგორც ირკვევა საქართველის მოქალაქეები გაზმომარაგებაში 30 %- ით ნაკლებს იხდიან ვიდრე სომხეთში. კიდევ უფრო დიდია სხვაობა ელექტროენერგიის შემთხვევაში.  სომხეთის მოქალაქეებს 50 %- ით მეტის გადახდა უწევთ. სომხეთან  და საქართველოსთან შედარებით დაახლოებით 7-8 თეთრით ნაკლების გადახდა უწევთ ელექტროენერგიის მომხმარებლებს აზერბაიჯანში, რუსეთსა და უკრაინაში. სამაგიეროდ თითქმის 2.5 -ჯერ მეტს იხდიან ლატვიაში.

იმ შემთხვევაში თუ 4 სულიანი ოჯახი სომხეთში და საქართველოში 200 კვ ელექტროენერგიას, 50 კუბამეტრ გაზს და  20 კუბამეტრ წყალს მოიხმარს. სომხეთში  ამისთვის 100 ლარი  ( 20 000 დრამი ) ხოლო საქართველოში  დაახლოებით 60-70 ლარი (12 500 დრამი) იქნება საჭირო.

cbw.ge

შემთხვევითი სიახლე

სასტუმრო “შუხმან როიალ ისთეითი” ფართოვდება

თბილისი (BPI) – სასტუმრო „ შუხმან როიალ ისთეით “ ფართოვდება. 48 ნომრიანი კოტეჯური ტიპის სასტუმრო, …