საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4%-ით გაიზარდა

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 253.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 1 587.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (32.8 პროცენტით გაიზარდა), ხოლო იმპორტი 3 666.2 მლნ. აშშ დოლარს (33.7 პროცენტით მეტია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარაპრილში, 2 078.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.6 პროცენტია.

2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 66.0 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (637.8 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (403.3 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (324.3 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (766.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (614.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (559.7 მლნ. აშშ დოლარი).

2022 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 363.3 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 22.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 195.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 132.0 მლნ. აშშ დოლარით (8.3 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარ-აპრილში წარმოდგენილი იყო ნავთობი და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 337.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს მსუბუქი ავტომობილები იკავებდა 319.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 266.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი).

შემთხვევითი სიახლე

“ზარაფხანა”-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ახალ დიზაინზე „ჭადრაკი“ საქპატენტმა დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა

„ზარაფხანა“-ს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ ახალ დიზაინზე „ჭადრაკი“ საქპატენტმა დადებითი გადაწყვეტილება გამოიტანა 2018 წლიდან დღემდე, კომპანია …