საგარეო სავაჭრო ბრუნვა 25.2%-ით გაიზარდა

2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 828.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 25.2 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 3 822.3 მლნ. აშშ დოლარი იყო (26.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 006.0 მლნ. აშშ დოლარი (24.5 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 5 183.6 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 20 დეკემბერს.

შემთხვევითი სიახლე

საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე  ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია

ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34  რეგულაციით,  საქართველო იმ ქვეყნების  ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის …