საგარეო ვალი 31 ოქტომბრის მონაცემებით, $5,42 მლრდ-ია

თბილისი (BPI) – საქართველოს საგარეო ვალი 2019 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, $5,42 მლრდ-ია.

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, საგარეო ვალდებულებები წლიურ ჭრილში თითქმის $64 მლნ-ით არის გაზრდილი სექტემბერთან შედარებით, 2018 წლის ოქტომბერის მონაცემებს კი $317 მლნ-ით აჭარბებს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ ქვეყანას $3,8 მლრდ მართებს. კრედიტორ საფინანსო ინსტიტუტებს შორისაა მსოფლიო ბანკი; სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი; აზიის განვითარების ბანკი; ევროპის საინვესტიციო ბანკი. მათგან ყველაზე მსხვილი კრედიტორი საფინანსო ინსტიტუტი მოფლიო ბანკია.

საქართველოს 17 ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფო ჰყავს და მათ წინაშე არსებული დავალიანება 916 მლნ დოლარია. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული საგარეო ვალის მოცულობა 500 მლნ დოლარია.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …