საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების  ფაქტზე, ბრალდებულის სახით ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მართვის ქვეშ მყოფი 4 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის გააფორმეს ყალბი ხელშეკრულებები და გაწერეს საერთო ჯამში 1 112 800 ლარის ღირებულების სამშენებლო მომსახურების გაწევის თაობაზე ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, ფორმალურად შეიქმნეს თითქოსდა სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამოცდილება, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტები გამოიყენეს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობისას.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …