საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.91 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.17 პროცენტია

2022 წლის იანვრის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 547.06 მლნ ლარით, ანუ 0.9 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.4 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის  იანვრის ბოლოს 60.02 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.91 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.17 პროცენტია.

შემთხვევითი სიახლე

მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მარტვილში საოჯახო სასტუმრო იხსნება. …