საბანკო რეგულაციების ლიბერალიზაცია იგეგმება

თბილისი (BPI) – ეკონომიკის მინისტრი სებ-ის გადაწყვეტილებებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ პროცესი გაგრძელდება. “გამოწვევას წარმოადგენდა ინფლაცია, რომელიც მოსალოდნელზე მაღალი იყო. სამომხმარებლო ფასების ზრდა მტკივნეული და ჩვენი პრიორიტეტი იყო ინფლაცია დაგვებრუნებინა მისაღებ დონეზე. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად, მომავალი წლიდან ინფლაცია დაიწყებს კლებას და ეს პრობლემა აღარ იარსებებს“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საბანკო რეგულაციების ლიბერალიზებას, მინისტრი ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის დავალებით, პირველ რიგში, ეროვნული ბანკი მუშაობს წინადადებებზე. “შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ლიბერალიზება იგეგმება. ეს იქნება მთელი პაკეტი. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს და კონკრეტული დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ მალე დასრულდება”, – ამბობს ნათია თურნავა და აცხადებს, რომ გარკვეული ლიბერალიზების მომხრე თავადაც არის. “მნიშვნელოვანია ეკონომიკაში გაჩნდეს დაბანდების მეტი რესურსი“.

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წელს საბანკო რეგულაციების გამარტივებას გეგმავს. ცვლილებები სავარაუდოდ გაზაფხულამდე განხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

ქადაგიძე: ეფექტური მენეჯმენტით შესაძლოა კრიზისიდან ცუდი მოგონება და ახალი შესაძლებლობა დარჩეს

თბილისი (BPI) – ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისს მოკლევადინს უწოდებს და საამისოდ …