რუსეთმა ნავთობის მოპოვება შეამცირა

აპრილში  რუსეთში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება კონდენსატთან ერთად 8,8%-ით შემცირდა მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით, მაშინ როცა აპრილის დასაწყისში კლება შეადგენდა 4%-ს, ხოლო აპრილის შუა რიცხვებისთვის – 7,5%-ს. განუცხადა “ინტერფაქსს” სტატისტიკასთან ნაცნობმა წყარომ .

ამრიგად, თითქმის მთელი აპრილის შედეგების მიხედვით ნავთობის საშუალო დღიურმა მოპოვებამ კონდენსატთან ერთად შეადგინა 1,37 მლნ ტონა.

წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ნავთობკომპანიებმა წარმოება შეამცირეს 9,8%-ით – 1 მილიონ 70 ათას ტონამდე/დღე-ღამეში.

“OPEC+”-ის შეთანხმების თანახმად, რუსეთს აპრილში შეუძლია მოიპოვოს 10,436 მილიონი ბარელი ნავთობი დღე-ღამეში (კონდენსატი გარიგებაში არ არის გათვალისწინებული).

 

შემთხვევითი სიახლე

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

17 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9654 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, …