როცა ინფლაციაა მოსათოკი, სავალუტო სესხის მოთოკვა აღარაა პრიორიტეტი

თბილისი (BPI) – პასუხიმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო მხოლოდ ლარის კეთილდღეობაზე ვეღარ ფოკუსირდება. პრიორიტეტია ფასების სტაბილურობ. სავალუტო რესურსებზე ლარიზაციიის ეგიდით გამკაცრებული მოთხოვნები შემსუბუქდება.

როგორც იცით ამ გაზაფხულზე  ეროვნული ბანკის ფსკ-მ (ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი)  არასაკმარისად მიაჩნია სარეზერვო მოთხოვნები და მპკ-ს  (მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი ) გამკაცრება ურჩია. უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე 5%-ით მეტი დაარეზერვებინა. ვალდებულება სრულად 16 მაისიდან შევიდა ძალაში.

საბანკო სექტორი შემსუბუქებას ელოდება. სექტორს მიაჩნია, რომ  ლარიზაცია სასურველია, მაგრამ სავალუტო სესხების მოთოკვაზე,  მთავარი, ახლა ინფლაციის მოთოკვაა.

ბანკების მიერ მოზიდულ სავალუტო რესურსზე  25%-დან 30%-მდე გაზრდილი ნორმა  2 ეტაპად შევიდა ძალაში, +3% (18 აპრილიდან) და +2% (16 მაისიდან).  ამ ნორმის გამკაცრება სავალუტო რეზერვების ზრდასაც მნიშვნელოვნად წაადგა.

 

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …