„რომპეტროლ საქართველომ“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60,000 ლიტრი საწვავი გადასცა

თბილისი (BPI) – „რომპეტროლ საქართველო“, მისი მფლობელი ჯგუფის KMG International Group-ის დახმარებით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ორი თვის განმავლობაში საწვავით დაეხმარება. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „რომპეტროლმა“ ცენტრს 60 000 ლიტრის ოდენობის საწვავი უსასყიდლოდ გადასცა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ სთავაზობს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკისთვის საწვავის გაცემა ორ ეტაპად მოხდება – აპრილის თვეში კომპანია 30, 000 ლიტრის ოდენობის საწვავს გაიღებს, ხოლო მაისში დამატებით 30, 000 ლიტრს. „რომპეტროლში“ აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება Covid-19-თან ბრძოლის პირობებში მიიღეს.

„პანდემიის პირობებში, სახელმწიფოს მხარდაჭერა ბიზნესის მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ Covid-19-თან ბრძოლის პროცესში. ჩვენი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი, სახელმწიფო თუ სამედიცინო დაწესებულებებს ყველა იმ ქვეყანაში ეხმარება და  აქტიურადაა ჩართული პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, სადაც „რომპეტროლი“ ოპერირებს. გვესმის თუ რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული სამედიცინო სექტორის განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობა და ვფიქრობთ, ამ ნაბიჯით გარკვეულ შეღავათს გავუწევთ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს და ერთგვარ მადლობას გადავუხდით მათ ამ რთულ პერიოდში გაწეული ფასდაუდებელი შრომისთვის. ჩვენ ერთად დავამარცხებთ Covid-19-ს“ – აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი, ზამანბეკ მირზაიანოვი.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტომობილებს, Efix დიზელის ტიპის საწვავი კომპანიის კორპორატიული კლიენტებისთვის განკუთვნილ Fill&Go ბარათებზე დაერიცხებათ.

ვირუსის გავრცელების პირობებში, „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე მომუშავე ჩამსხმელი ოპერატორების  და მომხმარებლების უსაფრთხოების მიზნით, კომპანიას მიღებული აქვს განსაკუთრებული ზომები.  ყველა ბენზინგასამართი სადგური მუდმივად მარაგდება ხელის სადეზინფექციო ხსნარებით, ერთჯერადი ხელთათმანებითა და პირბადეებით. ეტაპობრივად ტარდება ავტოგასამართი სადგურების სადეზინფექციო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

რომპეტროლი მომხმარებლებს მოუწიდებს, ყველას უსაფრთხოებისთვის, დაიცვან რეკომენდებული დისტანცია ბენზინგასამართ სადგურებზე და ისარგებლონ უნაღდო გადახდის მეთოდებით.

 „რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის – ევრო 5 საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით,  ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს ისეთ სფეროებში როგორიცაა, ვაჭრობა, ნავთობპროდუქტების გადამუშავება, საცალო ვაჭრობა, მარკეტინგი და ნავთობის ინდუსტრიის სხვა სერვისები. ჯგუფი აღიარებულია შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ  მოთამაშედ, რომელმაც წარმატება არა მხოლოდ საერთაშორისო დონეზე განვითარებით, არამედ ნავთობის ინდუსტრიაში 4 ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მიღებული გამოცდილებით მოიპოვა.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …