რომელ გაზგამანაწილებელ კომპანიებს უჩივიან მომხმარებლები ყველაზე ხშირად

 

სემეკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოვიდა 753 განცხადება/საჩივარი. ამასთან, კომისიამ უშუალოდ მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოსული სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 733 გადაწყვეტილება. სრულად დაკმაყოფილდა 169 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 70, არ დაკმაყოფილდა 454, ხოლო წარმოება შეწყდა 40 განცხადება/საჩივარზე.

რაც შეეხება იმ გაზგამანაწილებელ კომპანიებს, რომლებსაც მომხმარებლები ყველაზე ხშირად უჩიოდნენ. პირველ ადგილზეა „თბილისი ენერჯი“,  რომელზეც გასულ წელს ჯამში 379 საჩივარი შევიდა. საჩივრების მოცულობით მეორე ადგილზეა „სოკარ ჯორჯია გაზი“, 286 საჩივრით. ასევე სამეულში ხვდება „საქორგგაზი“ , რომელზეც საჩივრის სახით 37 განაცხადი შევიდა.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ 2022 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 144 328.31 ლარი.

შემთხვევითი სიახლე

ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კომუნალურ პრობლემებს გაეცნო

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, ნინო გულეიშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი …