როდინაული-ობჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას EIB 3 მლნ-ით აფინანსებს

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სოფ. როდინაულის და სოფ. ობჩის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2020 წლის ივლისში იგეგმებოდა, თუმცა, გზის გახსნა დაგეგმილზე ბევრად ადრე მოხდება.

რეაბილიტაციის დაწყებამდე, არსებული გზის საფარი დაზიანებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა. პროექტის შედეგად, სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და ადგილობრივები კომფორტული გზით შეძლებენ გადაადგილებას.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია,  სოფ. როდინაულის და სოფ. ობჩის დამაკავშირებელი, 5 კილომეტრიანი ცემენტო-ბეტონის გზის დაგება. მოეწყობა სამი მოსაცდელი, მიერთებები, ხელოვნური ნაგებობები და საგზაო ნიშნები. აშენდება საყრდენი კედელი.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით  ხორციელდება და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს სცდება.

შემთხვევითი სიახლე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნატახტარში გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურად მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ფინანსური რესურსითა და შპს ფუდ …