რკინიგზის მატარებელებს და სადგურებს დეზინფიცირება ყოველდღიურად ჩატარდება

თბილისი (BPI) – „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა მატარებელი და  სარკინიგზო სადგურები ყოველდღიურად სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.

როგორც რკინიგზაში აცხადებენ, დეზინფექცია ჩატარდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რეკომენდირებული სადეზინფექციო საშუალებებით.

ასევე, ყველა სამგზავრო მატრებელში და სადგურებზე დამონტაჟდება ხელის სადეზინფექციო ხსნარის დისპენსერები.

სარკინიგზო ტრანსპორტისა და სადგურების  დეზინფიცირების რეკომენდაცია კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან გაიცა.

შემთხვევითი სიახლე

ნეტო-აღრიცხვის ქსელში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობამ 1459 შეადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის პროგრამაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების …