რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 %-ის ფარგლებში – ირაკლი ღარიბაშვილი 

რაც შეეხება 2023 წლის ბიუჯეტს, ამის თაობაზე მინდა ჩვენს საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. მოკლედ გეტყვით, რომ გაისად, 2023-შიც საკმაოდ კონსერვატიულად გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტი, ამავდროულად ჩვენ ვაგრძელებთ ფისკალურ კონსოლიდაციას. კერძოდ, რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5 %-ის ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 5%-იანი ზრდის ფარგლებში მშპ-ს პროგნოზი იქნება 80 მლრდ ლარი.

 

„ეს არის კონსერვატიული, ხაზგასმით მინდა ვთქვა, კონსერვატიული შეფასება და დაგეგმვა. 5%-იანი ზრდის ფარგლებში ჩვენ მივიღებთ თითქმის 80 მლრდ ლარს, მშპ-ს პროგნოზი იქნება 80 მლრდ ლარი. აქვე მინდა გითხრათ, რომ ამ ვითარებაში 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 7 500 აშშ დოლარს უტოლდება. მინდა, საზოგადოებას შევახსენო, თუ რა მოცულობა იყო და მშპ რამდენს შეადგენდა 2020 წელს, მაშინ იყო 50 მლრდ ლარი მშპ და 2021-ში იყო 60 მლრდ. ანუ ჩვენ რაღაც სულ 2-3 წელიწადში 30 მლრდ ლარით გავზარდეთ მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს არის დაახლოებით 10 მლრდ დოლარით ზრდა მთლიანი ეკონომიკის. ეს არის რეალური სურათი და ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი მშპ გამოდის თითქმის 7 500 აშშ დოლარი, 4 800 აშშ დოლარი იყო მანამდე. ეს არის რეალურად ჩვენი და ჩვენი გუნდის მუშაობის შედეგი სულ რაღაც 2 წლის, არც კი განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …