რა სერვისებს სთავაზობს ბაზისბანკის სალიზინგო კომპანია მომხმარებელს

თბილისი (BPI) – ბაზისბანკის შვილობილი კომპანია ‘’ბი ეიჩ ელ ლიზინგი’’ მომხმარებლებს სრულ სალიზინგო სერვისებს სთავაზობს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ გრძელვადიანი იჯარით შეიძინონ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები, მანქანა-დანადგარები, სამშენებლო ტექნიკა, აპარატურა და სხვა აქტივი. ამასთან, ჩაერთონ პროგრამებში: აწარმოე საქართველოში, APMA და მიიღონ დაფინანსება ბიზნესის განვითარებისთვის.

ლიზინგი მარტივი და სწრაფი პროცედურით გაიცემა. ამასთან, კომპანია გამოირჩევა ყველაზე დაბალი სალიზინგო გადასახადითა და გამჭვირვალე პირობით. ‘’ბი ეიჩ ელ ლიზინგში’’ მომხმარებლისთვის ყველა შესაძლო ხარჯი წინასწარაა ცნობილი. მომსახურება განკუთვნილია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.  

როგორ ხდება ლიზინგის განაცხადის შევსება?

ლიზინგის მსურველებს სახლიდან გაუსვლელად, ვებგვერდზე www.bhl.ge  შეუძლიათ გამოთვალონ ყოველთვიური სალიზინგო გადასახადი, შეავსონ განაცხადის ფორმა და შეიძინონ სასურველი აქტივი განსაკუთრებული პირობით.

‘’ბი ეიჩ ელ ლიზინგში’’ მომხმარებელი უფრო დაბალ სალიზინგო გადასახადს იხდის, ვიდრე სხვაგან. ამასთან, კომპანია გამოირჩევა მინიმალური პირველადი შენატანითა და სწრაფი მომსახურებით.

შემთხვევითი სიახლე

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

თბილისი (BPI) – მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობას ახორციელებს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის …