რა ახალი რეგულაციები მიიღო სემეკმა ელექტროენერგეტიკის სექტორში

სემეკის 2022 წლის საქმიანობის შედეგების დოკუმენტიდან ირკვევა, რომ გასულ წელს კომისიამ ენერგეტიკის სექტორში რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი რეგულაცია  მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთ ასეთი რეგულაცია 15 მეგავატამდე ელექტროსადგურებისთვის ქსელთან მიერთების წესის დაამტკიცებას გულისხმობს. ახალი რეგულაცია უზრუნველყოფს არადისკრიმინაციულ მიდგომას ინვესტორების მიმართ და მათ აძლევთ შესაძლებლობას წინასწარ განსაზღვრონ გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ხარჯები და ვადები. წესით განისაზღვრა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების გამანაწილებელ ქსელთან მიერთების გამჭვირვალე და სამართლიანი პრინციპები, ქსელთან მიერთების პირობები და შესაბამისი საფასურები. ახალი რეგულაციის შესაბამისად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (არაუმეტეს 18 თვე) უზრუნველყოს გამანაწილებელი ქსელის მზადყოფნა მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის მისაერთებლად.

კიდევ ერთი რეგულაცია ელექტროენერგეტიკის სექტორში წარმოშობის სერთიფიკატის შემოღებას გულისხმობს.  წარმოშობის სერთიფიკატები საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ელექტროენერგიის საბოლოო მთლიან მოხმარებაში დააფიქსირონ განახლებადი ენერგიის წილი .2023 წლიდან ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის მოპოვება სავალდებულო გახდა განახლებადი წყაროებიდან ენერგიის ყველა მწარმოებლისთვის. ეს სიახლე ენერგეტიკული გაერთიანების ექსპერტების საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“ თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს და მის მიზანს ევროკავშირის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო მართვის მოდელის შექმნა წარმოადგენს. ენერგეტიკული გაერთიანება დააფინანსებს წარმოშობის სერტიფიკატების რეესტრის წარმოებისთვის საჭირო პროგრამულ პლატფორმასაც და ხელს შეუწყობს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ამ პროდუქტის გამოყენებისთვის საჭირო უნარების და შესაძლებლობების შეძენაში.

რეესტრის წარმოება დაეხმარება საქართველოს გენერაციის სექტორს ზუსტად და დამაჯერებლად აღირიცხოს წარმოებული განახლებადი ენერგია, რაც თავის მხრივ მხარდაჭერის სხვადასხვა საშუალებების ამოქმედების ერთ-ერთი წინაპირობაა.

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …