რა არის ფინანსური განათლება და რატომ გვჭირდება ის?

ოდესმე დაფიქრებულხართ, თუ რატომაა ზოგი ადამიანისთვის საკუთარი ფინანსების მართვა ადვილი, ზოგისთვის კი ძალიან რთული? ამ კითხვაზე პასუხი ერთ ძალიან მნიშვნელოვან უნარში იმალება  – ესაა ფინანსური განათლება. თუკი, განათლებით ფინანსისტი, ბუღალტერი ან ბიზნეს ადმინისტრატორი არ ხართ, მაშინ, ჩვენს ქვეყანაში, ძალიან გაგიჭირდებოდათ ამ უნარის შეძენა, რადგან ფინანსური განათლება, ძალიან ხშირად, ფუფუნების სფეროს წარმოადგენს. არადა, იმის გაგება, თუ როგორ უნდა მართოთ ფული ეფექტურად, შეიძლება იყოს თქვენი ცხოვრების გარდამტეხი ნაწილი, რომელიც დაგეხმარებათ არა მხოლოდ თქვენ, როგორც ინდივიდს, არამედ მთელ საზოგადოებას. მაშ ასე, მოდით ერთად გავიგოთ, რა არის ფინანსური განათლება და რატომ არის ის აუცილებელი, განსაკუთრებით კი, საქართველოს განვითარებადი ეკონომიკის კონტექსტში.

რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური განათლება?

წარმოიდგინეთ, რომ შეგიძლიათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები თქვენს ფულთან დაკავშირებით და იცოდეთ, რომ ქმნით სტაბილურ და ფინანსურად წარმატებულ მომავალს თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის. ეს არის ფინანსური განათლების ძალა. ეს არ არის მხოლოდ შემოსავლებისა და ხარჯების დაბალანსება; ეს არის საჭირო ცოდნისა და უნარების მოპოვება ჭკვიანური ფინანსური არჩევანის გასაკეთებლად.

გაძლიერება ცოდნის მეშვეობით: იმის ცოდნა, თუ როგორ გაუმკლავდეთ ფინანსებს, გაძლევთ კონტროლს თქვენს მომავალზე. თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ, დაზოგოთ, გააკეთოთ ინვესტიციები და დახარჯოთ შიშისა და დაბნეულობის გარეშე.

უკეთესი ფინანსური მენეჯმენტი: სათანადო ფინანსური განათლებით, ბიუჯეტირება და ხარჯების მართვა ხასიათის ნაწილი ხდება. შედეგად კი, უფრო მარტივად აკეთებთ დანაზოგებს, ამცირებთ ვალებსა თუ სესხებს და მთლიანობაში, ქმნით უფრო ძლიერ ფინანსურ რეალობას.

რისკების შემცირება: ფინანსური პროდუქტების მახასიათებლების გაგება დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ გაურკვეველ სიტუაციებში აღმოჩენა და ცუდი საინვესტიციო არჩევანის გაკეთება. ეს ეხება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც იცავს თქვენს ფულს და თქვენს მომავალს.

ეკონომიკური სტაბილურობა: როდესაც მეტი ადამიანი და ბიზნესი ფინანსურად განათლებულია, მთლიანობაში, ძლიერდება ეკონომიკა. ფინანსურად განათლებული ადამიანები და საწარმოები იღებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ხელს უწყობენ სტაბილური და მზარდი ეკონომიკის განვითარებას.

ფინანსური განათლების პროექტი საქართველოში

2024 წლის თებერვლიდან Mastercard-მა საქართველოში ფინანსური განათლების პროექტი დაიწყო. ეს ინიციატივა შექმნილია პროგრამის ერთიანობა მრავალფეროვნებაშია ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ (UNA Georgia), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი ფოკუსირებულია სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) ფინანსური განათლების ამაღლებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებში.

რას მოიცავს ფინანსური განათლების პროექტი?

საგანმანათლებლო მოდულები: პროექტი გთავაზობთ პრაქტიკულ სემინარებს და ტრენინგებს, რათა დაეხმაროს ბიზნესის მფლობელებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და სხვა დაინტერესებულ ადამიანებს, უკეთ გაიგონ ფინანსური მენეჯმენტის არსი.

რესურსების განვითარება: ეს არ არის მხოლოდ ერთჯერადი ლექციების სერია. პროექტი ქმნის უამრავ რესურსს – სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ფინანსური ტერმინების განმარტებითი ლექსიკონიდან დაწყებული, ონლაინ ინსტრუმენტით დასრულებული – რომელიც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს გამოიყენოს ფინანსური ცოდნის გასაუმჯობესებლად.

საზოგადოების ჩართულობა: ადგილობრივ თემებთან დაახლოებით, პროექტი უზრუნველყოფს ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებას რაც ეხმარება ბიზნესებს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

რეალური გავლენა: ბევრი ადგილობრივი ბიზნესისთვის ეს პროექტი მაშველი რგოლია, რადგან ლიბერთისთან თანამშრომლობით, პროექტში ჩართულ მონაწილეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი საბანკო პროდუქტებით, ბიზნეს ბარათებითა და სხვადასხვა ბენეფიტებით. ლიბერთის ექსპერტები კი ჩართულები არიან სალექციო პროცესში და მაქსიმალურად ზრუნავენ, მოწყვლად ჯგუფებს მიაწვდინონ ინფორმაცია ბიზნეს პროცესების გამარტივებისა და გაციფრულების შესახებ.

ფინანსური განათლება პირადი და ეკონომიკური კეთილდღეობის ქვაკუთხედია. ის არის უფრო მეტი, ვიდრე კონკრეტული პროფესიების წარმომადგენლებისთვის საჭირო უნარი. ეს არის კონკურენტული ადამიანის და შესაბამისად, ბაზარების განვითარების გზა. Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი საქართველოში არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეუძლია მიზანმიმართულმა განათლებამ გამოიწვიოს პოზიტიური ცვლილებები, მისცეს ადამიანებსა და ბიზნესებს თავიანთი ფინანსური მიზნების მისაღწევად აუცილებელი უნარები და გააძლიეროს ქვეყნის ეკონომიკა. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ფინანსურ განათლებაზე იფიქრებთ, გახსოვდეთ  – საქმე მხოლოდ ციფრებს არ ეხება; ეს არის ყველაფერი გაძლიერებას, სტაბილურობასა და ზრდის შესახებ.

Mastercard-ის შესახებ:

Mastercard არის ტექნოლოგიური კომპანია გადახდების გლობალურ ინდუსტრიაში. ჩვენ ვმართავთ მსოფლიოში გადახდის ყველაზე სწრაფ საპროცესო ქსელს, რომელიც ბიზნესებს 210 -ზე მეტ ქვეყანაში, ერთმანეთთან აკავშირებს მომხმარებლებს, ფინანსურ ინსტიტუტებს, სავაჭრო ქსელებსა და მთავრობებს. Mastercard-ის პროდუქტები და სისტემები უფრო აადვილებს, უსაფრთხოსა და ეფექტურს ხდის ისეთ ყოველდღიურ სავაჭრო საქმიანობებს, როგორებიცაა შოპინგი, მოგზაურობა, ბიზნესისა და ფინანსების მართვა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.mastercard.com

პუბლიკაცია მომზადდა Mastercard-ის მიერ, პროგრამისერთიანობა მრავალფეროვნებაშიაფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

პუბლიკაციაში მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის პუბლიკაციის ავტორ(ებ) და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.

 

 

შემთხვევითი სიახლე

GCCA-ს და UNCTAD-ის ხელმძღვანელობას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძესა და გაეროს კონკურენციისა და  მომხმარებელთა პოლიტიკის …