რაჭულ ლორზე მოთხოვნა მაინც მზარდია

თბილისი (BPI) – რაჭული ლორის წარმოება არ შეფერხებულა. რეალიზაციას არ უჩივის ამბროლაურში, რაჭული ლორის საოჯახო წარმოება.

თამაზი ნატმელაძის საოჯახო საწარმო ყოველწლიურად 4 ტონამდე ლორს ამზადებს. როგორც მეწარმე აცხადებს, ბუნებრივ პირობებში, მოთხოვნა მზარდია. საგანგებო მდგომარეობის გამო რესტორნები აღარ ფუნქციონირებს თუმცა, რეალიზაციას შეუფერხებლად ახერხებს, განსაკუთრებული მოთხოვნა სწორედ ჩამოსული სტუმრებისგან არის.

მცირე საოჯახო ტიპის საწარმოში ჯერჯერობით ოჯახის წევრების გარდა, 3 ადამიანია დასაქმებული.

შემთხვევითი სიახლე

42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე კავშირების დამყარებისა და საქართველოში ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, …