რაში შეგვზღუდავს საგანგებო მდგომარეობა

საქართველოში ერთი თვით საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, – მთავრობის გადაწყვეტილება მას შემდეგ შევა ძალაში რაც მას პრეზიდენტი დაამტკიცებს.

პრემიერმა ბრიფინგზე განმარტა რას ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვები.

იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირებს იძულებით გადაიყვანენ შესაბამის დაწესებულებაში, იქნება სანქციები. იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა.

შეზღუდვები ვრცელდება კვლავინდებურად საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო მიმოსვლაზე, სატვირთო შეზღუდვები არ გვექნება.

იცვლება საჯარო სერვისების მიწოდების წესები/ვადები.

აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობას ექნება უფლება, საკარანტინო საიზოლაციო სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა ქონება; დაავალოს (ან შეუზღუდოს) კერძო ორგანიზაციებს და ბიზნესსტრუქტურებს კონკრეტული საქმიანობა.

მთავრობას შეუძლია მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება.

მთავრობას ასევე აქვს უფლება დაადგენოს განათლების შესახებ კანონისგან განსხვავებული წესები.

მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა საყოველთაო მობილიზება.

სასამართლოს სხდომები შესაძლოა გაიმართოს დისტანციურად. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი.

შემთხვევითი სიახლე

ლეჩხუმში უნიკალური ქართული ჯიშის ხორბლის აღდგენა დაიწყო

თბილისი (BPI) – ზანდური ხორბლის ქართული ენდემური ჯიშია, რომელსაც ბევრ ქვეყანაში სასელექციო მასალად იყენებენ და …