პრომეთეს მღვიმეში განათების სისტემა განახლდა

თბილისი (BPI) – საქართველოს ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე – პრომეთეს მღვიმეში განათების სისტემის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა

ახალი განათება მეტად ეფექტურს ხდის ვიზიტორების მღვიმეში მოგზაურობას და ზიანს არ აყენებს მღვიმის უნიკალურ ინფრასტრუქტურას.

განათების სისტემის მონტაჟი საქართველოს ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა და მასზე 1,2 მლნ ლარი დაიხარჯა. სამუშაოები გერმანელი ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა.

პრომეთეს მღვიმე საქართველოს დაცული ტერიტორიების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბუნების ძეგლია. ის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში მდებარეობს. მღვიმეს ყოველწლიურად 200 000 ვიზიტორამდე სტუმრობს.

შემთხვევითი სიახლე

თბილისის მერია დამატებით 100 ავტობუსს შეისყიდის

თბილისი (BPI) – მომავალ წელს თბილისის მერია დამატებით 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის. ავტობუსები იმ 650 …