პროექტი “როგორ შევქმნათ სტარტაპი” დასრულდა

თბილისი (BPI) – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით პროექტი „როგორ შევქმნათ სტარტაპი“ დასრულდა. პროექტი რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის იყო განკუთვნილი და მასში 170 ახალგაზრდა იყო ჩართული.

პროექტის მთავარი მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდები, რომელთაც აინტერესებთ სტარტაპზე მუშაობა, გააცნოს მათ მსოფლიოში ამ მიმართულებით არსებული ტრენდები და დაეხმაროს პირველი ნაბიჯების გადადგმაში საკუთარი იდეების განსახორციელებლად. ტრენინგები მიმდინარეობდა ზუგდიდში (42 მონაწილე), თელავში (38 მონაწილე), აჭარაში, გურიასა (50 მონაწილე) და ქართლში.(40 მონაწილე).  საერთო ჯამში, მონაწილეებისთვის  ჩატარდა 8 ტრენინგ კურსი.

იდეების გენერირების პროცესის პირველი სიმულაცია ზუგდიდსა და თელავში პროექტის გახსნაზე მოსწავლეებთან ფიზიკურად შეხვედრისას ჩატარდა, ხოლო შემდგომ ტრენინგებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა, აჭარაში, გურიასა და ქართლში პროექტი სრულად დისტანციურ რეჟიმში განხორციელდა.

ტრენინგი მოიცავდა შემდეგ თემებს:  ბაზრის კვლევა, პროდუქტის ტექნიკური აღწერის მომზადება და პრეზენტაცია, სხვადასხვა ბიზნეს მოდელის განხილვა დისკუსიის რეჟიმში და სხვა.  მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ემუშავათ პროტოტიპებზე, რის შედეგადაც რამდენიმე გუნდს საცდელი ვებ-გვერდი უკვე აქვს მომზადებული. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა საკუთარი პროექტების პრეზენტაცია დემო დღისთვის მოამზადეს.

პროექტი “როგორ შევქმნათ სტარტაპი“ განხორციელდა Kings Georgia – თან ერთად.

შემთხვევითი სიახლე

გვაქვს ეკონომიკის აბსოლუტური ზრდა – მინისტრი

“ეკონომიკა ძალიან მაღალი ტემპებით იზრდება, მიმდინარეობს მისი აღდგენის პროცესი, თუმცა უკვე გავცდით წინასწარ განსაზღვრულ საპროგნოზო …