პროექტის “დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი დებატკლუბების გახსნა გრძელდება

პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, პირისპირ რეჟიმში, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის  წარმომადგენლების ვიზიტით, გაიხსნა ახალი დებატკლუბები ილიაწმინდაში, ანაგასა და ბოდბეში. ახალი დებატკლუბები გაიხსნა სხვა რეგიონებშიც როგორც, პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში.

კახეთის მხარე განსაკუთრებული ჩართულობით გამოირჩევა, კერძოდ კი, სიღნაღის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს და გურჯაანის მუნიციპალიტეტები. პროექტის ფარგლებში ახლა უკვე 60 დებატკლუბი იწყებს აქტიურ მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით. ამ ეტაპზე დაემატა ახალი კლუბები სვანეთში, სამეგრელოში, ზემო აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში და ქვემო ქართლში. გარდა ამისა, აქტიურად განახლდა მუშაობა  საქართველოს სხვა რეგიონების დებატკლუბებში, კერძოდ, შიდა ქართლში, იმერეთში, კახეთში, რაჭაში, თბილისსა და აჭარაში.

პროექტის მესამე ფაზაში მოხდა მასწავლებლების შერჩევა მთელი საქართველოს მასშტაბით და, საბოლოოდ, შეირჩა მათი შეზღული რაოდენობა ძალიან მაღალი კონკურსის შედეგად. შესაბამისად, სკოლის მასწავლებლები, ხოლო შემდგომ მოსწავლეები ეუფლებიან მსოფლიოში პოპულარულ და ეფექტურ საგანმანათლებლო ინსტრუმენტს, ფორმალურ დებატებს. აღნიშნული სასწავლო პროგრამა კი შემუშავებულია საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის წევრი ორგანიზაციის – საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის – მიერ.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად  ისახავს  მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.

შემთხვევითი სიახლე

აკრედიტაციის ცენტრი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა

საქართველოს აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი, რომელიც 2005 წლიდან ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციის თანამშრომლობის …