პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ოთარ დანელია დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ოთარ დანელიას მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია და აღნიშნულ სექტორს მაქსიმალური თანადგომა ექნება, ვინაიდან ბიზნესის განვითარება ეკონომიკის ზრდისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობაა.

პრემიერ-მინისტრმა ბიზნესომბუდსმენს კონკრეტული დავალებები მისცა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბიზნესთან ღიად თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერები და რაც შეიძლება მინიმალური ბიუროკრატია. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ მნიშვნელოვანია მაქსიმალურად გაუმარტივდეს ბიზნესს სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

ოთარ დანელია დღემდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობას ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …