პრემიერი: გაზპრომთან მოლაპარაკებები საქართველოსთვის უკეთესი პირობებით დასრულდა

თბილისი (BPI) – მთავრობა გაზპრომთან მოლაპარაკებების უკეთესი პირობებით დასრულებაზე აცხადებს.

პრემიერმას განაცხადა, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების შეთანხმებით დასრულდა. მისი თქმით, მოლაპარაკების დროს ეკონომიკის სამინისტრო, სწორედ ამ ორ ძირითადი პრინციპს ეყრდნობდა.

„გაზპრომთან მოლაპარაკებები ფაქტობრივად არის დასრულებული. ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა მოლაპარაკებების დროს პრინციპები – ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში. მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ ეკონომიკის სამინისტრო გააკეთებს განცხადებას ამ საკითხზე. ბუნებრივია მოლაპარაკებები ამ ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

OpenAI-მ Apple-ის ყოფილი მთავარი დიზაინერის სტარტაპი შეისყიდა

კომპანიამ OpenAI სტარტაპ io-ს შესყიდვის შესახებ განაცხადა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის შესაბამის გაჯეტებს აწარმოებს. Bloomberg-ის …