პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ საწვავის ფასი საქართველოზე იაფი მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთშია

პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მხოლოდ საწვავის ფასი საქართველოზე იაფი მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთშია, ეს ლოგიკურიცაა რადგანაც ორივე მწარმოებელი ქვეეყანაა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანში სუპერი ტიპის საწვავის ფასი (0,97 ევროს/ლიტრაზე ) საქართველოს ფასებთან (0,91 ევრო/ლიტრაზე) შედარებით ძვირია, ვინაიდან აზერბაიჯანი არ აწარმოებს აღნიშნული კატეგორიის პროდუქტს და ის ევროპის ქვეყნებიდანაა იმპორტირებული.

“საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია საწვავის ფასთან დაკავშირებით ჩვენს მეზობელ და ახლომდებარე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

შედარებისათვის მოვიყვანოთ საწვავის საშუალო საცალო ფასი რიგ ქვეყნებში უშუალოდ ავტოგასამართ სადგურებზე:

აზერბაიჯანში – A-92 მარკის  ბენზინი – 0,51 ევროს,  A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,82 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 0,97 ევროს; დიზელის საწვავი – 0,41ევროს;

რუსეთში –  A-92 მარკის  ბენზინი – 0,57 ევროს, A-95  მარკის ბენზინის ფასი – 0,61 ევრო, A-98  მარკის ბენზინი – 0,71 ევრო, დიზელის საწვავი – 0,63 ევროს.

საქართველოში – A-92 მარკის  ბენზინი – 0,84 ევროს, A-95 მარკის ბენზინის ფასი – 0,88 ევრო, A-98 მარკის ბენზინი – 0,91 ევრო, დიზელის საწვავი – 0,84 ევროს.

სომხეთში – 1 ლიტრი A-92 მარკის  ბენზინის ფასი შეადგენს  – 0,92 ევროს,  A-95 მარკის ბენზინი 0,97 ევროს, A-98 მარკის  ბენზინი -1,04 ევროს , დიზელის საწვავი – 0,91 ევროს;

მოლდავეთში – A-92 მარკის  ბენზინი  – 1,04 ევროს,  A-95  მარკი ბენზინის ფასი – 1,06 ევროს, A-98 მარკის ბენზინი – 1,12 ევროს, დიზელის საწვავი – 0,92 ევროს.

უკრაინაში – A-92 მარკის  ბენზინი – 1,02 ევროს,  A-95  მარკის  ბენზინის ფასი – 1,06 ევროს, A-98  მარკის ბენზინი – 1. 13 ევროს, დიზელის საწვავი – 1,02 ევროს”, აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განმარტებითვე, აღნიშნული ქვეყნებიდან მხოლოდ აზერბაიჯანსა და რუსეთის ფედერაციაში არის ჩვენთან შედარებით დაბალი ფასი საწვავზე და ეს ლოგიკურიცაა, რადგან აღნიშნული ქვეყნები წარმოადგენს მსოფლიოში მნიშვნელოვან ნავთობმომპოვებელ და ნავთობგადამამუშავებელ ქვეყნებს. შესაბამისად, ამ ქვეყნებში ფასები ყოველთვის დაბალია ჩვენთან შედარებით. მაგრამ როდესაც ამ ქვეყნებიდან ხდება ნავთობპროდუქტების ექსპორტი, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართულებით, აღნიშნული პროდუქტი იყიდება საერთაშორისო ფასის მიხედვით S&P Global Platts-ის თანახმად.

თუმცა უნდა დავაზუსტოდ, რომ აზერბაიჯანში სუპერი ტიპის საწვავის ფასი (0,97 ევროს/ლიტრაზე ) საქართველოს ფასებთან (0,91 ევრო/ლიტრაზე) შედარებით ძვირია, ვინაიდან აზერბაიჯანი არ აწარმოებს აღნიშნული კატეგორიის პროდუქტს და ის ევროპის ქვეყნებიდანაა იმპორტირებული.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მსგავსად დიდწილად დამოკიდებულნი არიან საწვავის იმპორტზე,  მათთან შედარებით ჩვენთან ყველა სახის საწვავი გაცილებით იაფია. მათ შორის ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში რეალიზებული პროდუქტის საშუალო ფასი სომხეთთან მიმართებაში 1 ლიტრზე საშუალოდ 0,07 ევროთი ანუ 7,7%-ით იაფია. აქვე ისიც უნდა დავაზუსტოთ, რომ სასომხეთში აქციზის გადასახადი გაცილებით დაბალია, ვიდრე საქართველოში. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში, სასომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 40 ათას დრამს (დაახლოებით 208 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში – 500 ლარს/ტონაზე. დიზელის საწვავის შემთხვევაში, სასომხეთში აქციზის გადასახადი შეადგენს 13 ათას დრამს (დაახლოებით 68 ლარი) 1 ტონაზე, ხოლო საქართველოში – 400 ლარს/ტონაზე”, აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

შემთხვევითი სიახლე

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 7.37 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.36 პროცენტია

2021 წლის პირველი ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 …