პორტები მუშაობას შეუფერხებლად აგრძელებენ

თბილისი (BPI) – ნავსადგურებში სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისათვის მოქმედებს გამკაცრებული წესები, მიმდინარეობს ნავსადგურებში შემომსვლელი გემების სკრინინგი.

პორტებში შესვლა დაიშვება მხოლოდ თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ; დეზინფექცია უტარდება ტვირთს და ავტოსატრანსპორტო საშუალებას; საზღვრის კვეთა ეზღუდებათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს; ხმელეთთან კავშირი ეზღუდებათ და თერმოსკრინინგს ექვემდებარებიან გემზე მყოფი პირები, თუ გემი, მისი ეკიპაჟის წევრი(ები) ან მგზავრები ბოლო 21 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ მაღალი რისკის ქვეყნებში და სხვა.
ღამის ცვლაში მომუშავე სანავსადგურე სექტორის მუშაკთა კოორდინირებას ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ასევე, იმ პერსონალის კოორდინაციას, რომელთა ჯგუფური გადაადგილებაც მოითხოვება სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე.

შემთხვევითი სიახლე

“ეფეს საქართველომ” გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღნიშნა

თბილისი (BPI) – გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღსანიშნავად „ეფეს საქართველომ“ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციასთან: კავშირი მდგრადი განვითარებისათვის …