პონტოს მუხის აღკვეთილი – ახალი დაცული ტერიტორია საქართველოში

თბილისი (BPI) – საქართველოში კიდევ ერთი დაცული ტერიტორია – პონტოს მუხის აღკვეთილი შეიქმნა.

აღკვეთილი გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშია და მისი ფართობი 443 ჰექტარია. ეს არის ერთადერთი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე, სადაც პონტოს მუხის კორომები შედარებით დიდ ფართობზეა გავრცელებული.

აღკვეთილის შექმნის მიზანია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი, საქართველოს „წითელი ნუსხაში“ შეტანილი მცენარის, უნიკალური ტყისა და მისი ეკოსისტემის დაცვა და შენარჩუნება.

შემთხვევითი სიახლე

BGEO წამყვანი ელკომერციის პლატფორმა extra.ge-ის განვითარებაში ინვესტირებაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის ჯგუფი ელექტრონული ეკოსისტემების განვითარებას აგრძელებს და ერთერთი  წამყვანი ელექტრონული კომერციის …