პომპეო: გამოვხატე იმედი, რომ საქართველო დაასრულებს პორტის პროექტს

თბილისი (BPI) – ვაშინგტონში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ მამუკა ბახტაძესთან საუბრის ერთერთი თემა ანაკლიის პორტიც იყო.

„იმედი მაქვს, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს“, – განაცხადა მაიკ პომპეომ. მისივე თქმით, ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან და არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც თავს საქართველოს მეგობრებად წარმოაჩენენ, თუმცა, არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.

მაიკ პომპეოს შეხვედრა მამუკა ბახტაძესთან საქართველოს სტარტეგიული პარტნიორობის კომისიის საიუბილეო სხდომის ფარგლებში გაიმართა. საქართველომ და აშშ-მ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას ხელი 10 წლის წინ, 2009 წლის იანვარში მოაწერეს.

წყარო: რადიო თავისუფლება

შემთხვევითი სიახლე

გორში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

თბილისი (BPI) – გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ ხანძარია. შემთხვევის ადგილზე გასულია საგანგებო სიტუაციების მართვის …