პოლიტიკური განცხადებების ფონზე უნდა დავუფიქსიროთ უკრაინას ჩვენი თანადგომა – ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისის“ თავმჯდომარის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, პოლიტიკური განცხადებების ფონზე უნდა დავუფიქსიროთ უკრაინას ჩვენი თანადგომა – ეს არის ის რეალისტური ზღვარი, რომლის იქით გასვლა არც გონივრული იქნება და არც რესურსულად არის დასაშვები.

„რეალურად ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად დაუფარავ, აშკარა, უსირცხვო მცდელობას, რომ თამაშის წესები, საერთაშორისო წესრიგი ერთმა კონკრეტულმა ხელისუფალმა მოირგოს საკუთარ თავზე. ორი ელემენტი, რაც ძალიან არსებითია: რამდენად შეძლებს უკრაინის ხელისუფლება საკუთარი თავის ხელში აყვანას, არსებული რესურსების მობილიზებას, რამდენად მედეგი იქნება უკრაინული საზოგადოება, რამდენად იქნება აღკვეთილი უკრაინაში შესაძლო მეხუთე კოლონის ქმედებები. პოლიტიკური განცხადებების ფონზე უნდა დავუფიქსიროთ უკრაინას ჩვენი თანადგომა. ეს არის ის რეალისტური ზღვარი, რომლის იქით გასვლა არც გონივრული იქნება და არც რესურსულად არის დასაშვები“, – ამბობს ყიფიანი.

წყარო: იმედინიუსი

შემთხვევითი სიახლე

ვიზიტორთა მოსაზიდად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამხრეთ კორეულ კომპანიებთან თანამშრომლობას იწყებს

სამხრეთ კორეაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში SITF მონაწილეობის პარალელურად, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ …