პირველი ქართული ციფრული ბანკი „სფეისი“ გლობალურ ბაზარზე გადის

თბილისი (BPI) – პირველი ქართული ციფრული ბანკი „სფეისი“ გლობალურ ბაზარზე გადის-რას მოუტანს ვიზასტან პარტნიორობა „სფეისს“ და რომელ ქვეყნებში უნდა ველოდოთ მის გამოჩენას, ამის შესახებ კითხვებს „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე  ნიკოლოზ ქურდიანმა პირველი არხის გადაცემა „ბინზესპარტნიორში“ სტუმრობისას უპასუხა.

როგორც ქურდიანმა აღნიშნა, წარმატებული პირველი წლის შემდეგ „სფეისი“ ევროპისა და დსთ-ს წევრ ქვეყნებში შესვლას გეგმავს. ეს არის ციფრული აპლიკაცია, რომელიც მხოლოდ მობილურ ტელეფონში არსებობს, არ აქვს ფილიალი, ყველაფერი კეთდება ონლაინ. კლიენტები არიან ის ხალხი, ვისაც ყოველდღიურობაში დრო ძალიან ცოტა აქვს. „ერთ წელიწადში 160 000-ზე მეტმა ადამიანმა გახსნა ჩვენთან ადამიანი, თუმცა, მოლოდინი ამის ნახევარზე იყო. საინტერსოა, რომ დაახლოებით, 600 000-ზე მეტმა ადამიანმა აპლიკაცია ჩამოტვირთა “-აცხადებს ქურდიანი.

მისივე განცხადებით, „სფეისი“ აქტიურად რამდენიმე ახალ ბაზარს აქტიურად განიხილავს. მათ შორისაა, უზბეკეთი.

კითხვაზე, იშლება თუ არა ზღვარი იმის კონსტანტაციაზე, რომ ბანკები არაპროფილური ბიზნესით არიან დაკავებული, ქურდაინი განმარტავს, რმ ამოსავალი წერტილია ის,რომ კომპანია საბანკო საქმიანობაში დარჩეს.

„ეკოსისტემა არის ის ყოველდღიურობა,რომელიც ადამიანს ახასიათებს. იქ,სადაც გადახდის, სესხის ან ჩვენი რომელიმე მომსახურების ადგილი არ არის, ჩვენი მიზანია დავხდეთ და დავეხმაროთ. ეკოსისტემური სისტემა ჩვენი მხრიდან ამის კარგად გაანალიზებას გულისხმობს“-აცხადებს ქურდიანი.

შემთხვევითი სიახლე

ლარის კურსი და მონეტარული პოლიტიკა

თბილისი (BPI) – ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მის პერსპექტივაზე ისაუბრეს ეკონომისტმა და  საბანკო …