პირველად კრიპტოსივრცეში ონლაინ არტ ჟურნალი “ზე-გავლენა“ გატოკენდა

ვიზუალური ხელოვნების საკონსულტაციო კომპანიამ, რიჩარტ ვიზუალმა, ინოვაციური გადაწყვეტილება მიიღო და თანამედროვე ხელოვნების შესახებ ორენოვანი ონლაინ გამოცემა “ზე-გავლენა” კრიპტო სივრცეში ხელმისაწვდომი გახადა.

„ზე-გავლენა“ თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით გამოიცემა. გამოცემის პირველი ნომერი თემატურად აერთიანებს რუბრიკებს, ინტერვიუებსა და სტატიებს თანამედროვე ქართველი ხელოვანების შესახებ.“ ზე-გავლენას“ პირველი ნომრის ვიზუალური თხრობა ხელოვნების საკოლექციო აღქმის განვითარებაზეა ორიენტირებული და წიგნის, ასევე წიგნის გაფორმების სახელოვნებო მედიუმით წარმოჩენას ეფუძნება.

კრიპტო სივრცეში, ხელოვნების ტოკენიზაციის სრულიად ახალ პროცესში, ქართული არტ გამოცემის განთავსება მნიშვნელოვანი სიახლეა. ეს წამოწყება ქართული ხელოვნების პოპულარიზაციას, ონლაინ ხელმისაწვდომობას, ხელოვნებაზე ინფორმაციის გავრცელებისთვის თანამედროვე მიდგომების დანერგვას ისახავს მიზნად.

„ზე-გავლენა“ ონლაინ სივრცეში იქნება განთავსებული და Mintable. App-ის მეშვეობით, ვირტუალური ფულით – ეთერიუმით იქნება შეძენადი, დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება, შეიძინონ ონლაინ გამოცემა.

ლინკი პედეეფ ფაილის გადმოსაწერად – ზე-გაველნა

https://mintable.app/collectibles/item/Art-Magazine–Ze-Gavlena/XHC8UbRtnrrUh08?fbclid=IwAR0mGsyuXesKCl-5oHsrjvETtVRXZL65h70b-OGPk8GgmBXjHhfyJRMUv3A

ლინკი ზე-გავლენა კრიპტო სივრცეში: Token ID: 181478

https://mintable.app/collectibles/item/Art-Magazine–Ze-Gavlena/XHC8UbRtnrrUh08?fbclid=IwAR0mGsyuXesKCl-5oHsrjvETtVRXZL65h70b-OGPk8GgmBXjHhfyJRMUv3A

შემთხვევითი სიახლე

აიღეთ თქვენთვის სასურველი ფერის ციფრული ბარათი

თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში უკვე შესაძლებელია განახლებული დიზაინის ციფრული ბარათების მომენტალურად გააქტიურება. ციფრული ბარათები 6 …