პენსია ჩარიცხვამდე – სერვისი უკვე ლიბერთის ბანკომატებშია

თბილისი (BPI) – მომსახურების გამარტივების, ბანკში ვიზიტის დროის შემცირების და ასევე, რიგების მაქსიმალურად განტვირთვის მიზნით, სერვისი “პენსია ჩარიცხვამდე” უკვე ხელმისაწვდომია ლიბერთის ბანკომატებში.

დღეიდან, ლიბერთი ბანკის საპენსიო ასაკის მომხმარებლებს ამ სერვისით სარგებლობა შეეძლებათ მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ დროს ლიბერთის 550-ზე მეტი ბანკომატიდან, სერვის ცენტრში ვიზიტის გარეშე.

‘მომხმარებელზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. განახლებული სერვისი დაგეგმილზე რამდენიმე კვირით ადრე, დაჩქარებული წესით გახდა ბანკის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, რადგან ვფიქრობთ, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს თავშეყრის ადგილებისაგან თავის არიდებასა და ჯანმრთელობის მოფრთხილებაში. ამ მიმართულებით, უახლოეს დღეებში, ბანკში ასევე გატარდება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებული ღონისძიებები.’ – განაცხადა ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხოდელმა

ლიბერთის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია დისტანციური საბანკო სერვისები: ინტერნეტ ბანკი, განახლებული მობაილ ბანკი (Android | iOS), დისტანციური მომსახურების ცენტრი: 032 2 555 550, ბანკომატები და სწრაფი მომსახურების აპარატები მთელი საქართველოს მასშტაბით. ასევე, ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში ვიზიტის დაჯავშნის ონლაინ სერვისი: https://libertybank.ge/ka/booking

შემთხვევითი სიახლე

რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის მეწარამეობის ახალი პროგრამა იწყება

თბილისი (BPI) – USAID YES-Georgia Buzz Georgia/ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ტრენინგების ციკლს იწყებს. …