პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

პარლამენტმა მესამე მოსმენით, 77 ხმით „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა.

ცვლილების თანახმად, საგადასახადო ორგანოს, მის თანამშრომელს, მოწვეულ სპეციალისტს ან/და ექსპერტს უფლება ექნება, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია, კომპეტენციის ფარგლებში, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადასცეს – „იარაღის შესახებ“, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონებით გათვალისწინებული სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით.

საკანონმდებლო ცვლილების ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, იოსებ ჯორბენაძე, გრეტა წიწავა და ირაკლი ხელაძე.

შემთხვევითი სიახლე

სემეკში Aqualia-სა და GWP-ს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია და კომისიის წევრები Aqualia-ს …